სამართალი
ახალციხეში ბრალდებული პროცესზე შეუძლოდ გახდა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ბრალდებული მ.პ. სხდომათა დარბაზში შეუძლოდ გახდა. შემთხვევა 4 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ დაკავებულ მამაკაცს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და წნევის დამწევი მედიკამენტები მიაღებინეს. პაციენტის კლინიკაში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა.

შემთხვევის დროს მოსამართლე სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარე 47 წლის მ.პ.-ს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება.
| Print |