სამართალი
ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე, ავარიას 20 წლამდე ასაკის ნიჯგორის მკვიდრი,  შ.გ. ემსხვერპლა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მძღოლი რ.ბ. მრავლობითი დაზიანებით სასწრაფო დახმარების ბრიგადას ახალციხეში გადაჰყავს.

ადგილობრივები "მეცხრე არხთან" ამბობენ, რომ ახალგაზრდები ამაღლების დღესასწაული ძველ ნაეკლესიარზე, ე.წ. ოდისების ტერიტორიაზე აღნიშნეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა სარო–ხიზაბავრის დამაკავშირებელ ხიდთან მოხდა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხიდიდან გადავარდა.

| Print |