სამართალი
შსს ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ასპინძაში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შსს-ს განცხადებით, ,,ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლების სარო და ხიზაბავრის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, დაშავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის სამმართველომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია".
| Print |