ახალქალაქში, ადგილობრივების და სამართალდამცველების
დაპირისპირებისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დაკავებულ მოქალაქეებს ხელწერილი დააწერინეს და პოლიციიდან გამოუშვეს.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ სამართალდარღვევის შესახებ განხილვა სასამართლოში გაგრძელდება.
ახალქალაქში, მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით
წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.