სამართალი
ნასვამი ახალგაზრდა პოლიციის შენობაში დანით შეიჭრა

 

ახალციხის საპატრულო პოლიციის შენობაში, დანით შეიარაღებული, ნასვამი მამაკაცი შევარდა.

 

25 წლის ბიჭმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცი მაშინვე დააკავეს. იგი დანაშულს აღიარებს. ახლობლების განმარტებით, ბიჭის გაღიზიანების მიზეზი სმს შეტყობინება იყო, რომელიც დედას ტელეფონზე საღამოს მიუვიდა.

ლ.კ.-ს აღკვეთის ღონისძიებაზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს, 10 ივნისს იმსჯელა. პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 30 000 ლარი გირაო შეეფარდა.

„თანხა არ გვაქვს, ქონებით მოხდება უზრუნველყოფა. ამის შემდეგ გამოუშვებენ პატიმრობიდან“, - ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებულის სახით ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულია 1994 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

| Print |