სამართალი
ბორჯომი-ბაკურიანის გზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომში, ბაკურიანის გზაზე, სწრაფი კვების ჯიხურში, 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ოჯახს მომხდარის შესახებ დღეს, 12 ივნისს, დილით შეატყობინეს. ინფორმაციას ტელეკომპანია "ბორჯომი" ავრცელებს.

გარდაცვლილი ადგილობრივია, მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-სგან ინფორმაციას ველით და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |