სამართალი
„მამაკაცს თავში ცული აქვს დარტყმული“ - ახალი დეტალები ბორჯომში მომხდარი მკვლელობიდან


60 წლამდე მამაკაცი, რომლის ცხედარიც ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე იპოვეს, სავარაუდოდ ცულის თავში დარტმით გარდაიცვალა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გვამს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

მკვლელობა სავარაუდოდ, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებაში ამბობენ, რომ პოლიციამ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში საქმე გახსნა, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

 

| Print |