სამართალი
ბორჯომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები დაჭრეს

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

 

დაშავებულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე მათგანი ამ დრომდე ბორჯომის კლინიკაში რჩება.

„გულ-მკერდის და მუცლის ღრუს მიდამოებში, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. ახლა სტაბილური მდგომარეობაა, ახლო მომავალში გავწერთ“, - გვითხრა ბორჯომის კლინიკის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.

„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

მომხდარს ადასტურებენ შშს-ში. უწყებაში ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ.

 

| Print |
თეგები: დაჭრა /