სამართალი
ახალციხეში მდინარემ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ქალაქ ახალციხეში მდინარე ფოცხოვმა, ხანშიშესული მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 60 წელზე მეტი ასაკის კაცის გვამი დახვდათ.

„ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა. ტკივილები ჰქონდა საშინელი. რომ ვერ უყუჩებდნენ ამბობდა, გამაგიჟა ამ ტკივილმა თავი უნდა მოვიკლაო. სახლიდან გავიდა, ერთი დღე ეძება ოჯახმა, მერე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან, მდინარეში იპოვეს“, - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

შსს-ში ამბობენ, რომ გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |