სამართალი
ახალციხის სასამართლოში ბრალდებული შეუძლოდ გახდა
დღეს, 2 ივლისს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბრალდებული შეუძლოდ გახდა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დაკავებულმა სხდომის დაწყებამდე ინერვიულა და ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. 

ბრალდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, წნევა გაუზომეს და დამამშვიდებელი დაალევინეს. 

| Print |