სამართალი
ვიდეოჯარიმის გადახდას მძღოლები ელექტრონულად შეძლებენ
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ. უწყების  ინფორმაციით, ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. 

აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.

| Print |