სამართალი
ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

 

ახალციხის მერიის შენობის წინ, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. პარკინგზე მდგომმა "ბე ემ ვეს" ავტომობილის მძღოლმა კარი გააღო, რა დროსაც "რენოს" მარკის ავტომობილი დაეჯახა. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. BMW-ს ავტომობილში ორსული ქალი იჯდა, რომელიც პროფილაქტიკის მიზნით, კლინიკაში შემოწმებაზე გადაიყვანეს. 

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
| Print |
თეგები: ავარია /