სამართალი
ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე’’ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (26 აბი) და ფსიქოტროპული (60 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერება ,,ოპიუმი“ (9.83 გრამი) აღმოაჩინეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
| Print |