სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალქალაქში
ახალქალაქში, კარწახის საბაჟო გამშვები პუნქტის გზაზე, 10 ივლისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე ხნით გზაზე გადაადგილება შეიზღუდა.

პოლიციამ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.
| Print |