სამართალი
ახალქალაქში სამი ახალგაზრდის დაკავებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში, პოლიციამ სამი პირი დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცებს მესაზღვრე-პოლიციელებზე ჯგუფურად ჩაცდენილ ძალადობას ედავებიან.

გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფის მიერ, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

„სოფელ კარწახის სამი მცხოვრები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დავაკავეთ. ისინი საზღვრის გადაკვეთის დროს მესაზღვრეებმა შეაჩერეს, რის გამოც დაკავებულებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“, - უთხრეს "მეცხრე არხს" შსს-ს პრესსამსახურში.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.

22, 23 და 24 წლის ბიჭების დაკავების გამო, სოფელ კარწახის მოსახლეობამ, საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო jnews.ge ავრცელებს. ადგილობრივები შსს-ს განმარტებას სთხოვდნენ, რის საფუძველზე დააკავეს ახალგაზრდები.
| Print |