სამართალი
სამცხე-ჯავახეთში, ექვს თვეში ავარიის შედეგად, ხუთი პირი დაიღუპა (ინფოგრაფიკა)

 

2019 წლის ექვს თვეში, სამცხე-ჯავახეთში 453 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 58 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რადგან ერთმა ან მეტმა მგზავრმა სხეულის მსუბუქი ან მძიმე დაზიანება მიიღო. 395 შემთხვევაში კი მძღოლი, რომლის ბრალეულობაც გამოვლინდა, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ამავე პერიოდში რეგიონში ავარიის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 106 პირი.

როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, გაცილებით მეტია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, სადაც ბრალეული მძღოლები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაჯარიმდნენ. შემთხვევები, როცა მგზავრებმა სხეულის დაზიანება მიიღეს და მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, შედარებით მცირეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ 2015-2019 წლების ინფორმაცია ვებ-გვერდზე აქვს განთავსებული.
| Print |