სამართალი
სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები 42.86%-ით გაიზარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო სტრუქტურებში ქრთამის აღების ფაქტები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.86%-ით გაიზარდა.

კერძოდ, მიმდინარე წელს ამ დანაშაულის - 40, ხოლო 2018 წლის იანვარ-ივნისში 28 ფაქტი დაფიქსირდა.

ზოგადად სამოხელეო დანაშაულის სტატისტიკა კი მიმდინარე წლის 1-ელ ექვს თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.84%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 287 ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 341 იყო.

ამასთან, უწყების ცნობით, სტატისტიკურად 2019 წლის იანვარ-ივნისში სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 149 შემთხვევა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. გარდა ამისა, 40 - ქრთამის აღების, 42 - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, 33 – სამსახურებრივი გულგრილობის, 17 - სამსახურებრივი სიყალბის და 6 - ქრთამის მიცემის შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |