სამართალი
ბაკურიანში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
დაბა ბაკურიანში, მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. 1963 წელს დაბადებული პირი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მუშას სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა, თავი ვეღარ შეიკავა და გადმოვარდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 240 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |