სამართალი
ახალქალაქში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს (video)

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.

1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს - ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად გადაყვანაში ედება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

| Print |