ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბოლაჯურთან
დღეს, 26 აგვისტოს, სოფელ ბოლაჯურისა და პატარა სმადას შორის ავტოსაგზაო შემთხვევა, დაახლოებით 14:10-სთ-ზე მოხდა.
ხეს შეეჯახა "ტოიოტას" მარკის მანქანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავდა მამაკაცი.
ადგილზე გასულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.