სამართალი
დაპირისპირება პოლიციელთან კოსტავას ქუჩაზე(ვიდეო)
დღეს, 30 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 სთ-თვის, პოლიციამ დაუმორჩილებლობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შემთხვევა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე „საქართველოს ბანკთან“ მოხდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციამ „ ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, „ ტოიოტა კოროლას“ მძღოლი  კი სამართალდამცველის მოთხოვნას არ დაემორჩილა.

„ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომობილში ხუთი მოქალაქე იჯდა, ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ინციდენტის ადგილზე დამატებით მივიდა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ბრიგადა. შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ ორი მოქალაქე ადგილზე დააკავა.

დაკავებულები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაჯარიმდნენ, რაც სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.




| Print |