სამართალი
ახალციხეში სამი მოქმედი მოსამართლე დარჩა
საპენსიო ასაკის გამო, გიორგი ლონდარიძემ მოსამართლის პოსტი 65 წლის ასაკში დატოვა. კანონის მიხედვით, მას მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლია.

"გიორგი ლონდარიძე 1-ლი სექტემბრიდან აღარ მუშაობს. საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, მას კანონით ეკრძალება საქმინობის გაგრძელება",
- ამბობს მენეჯერი ნინო ჩიგოგა.

ამჯამად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს სამი მოსამართლე ჰყავს: გია ბერაია, ლუიზა თოდუა და მარიკა ჩიტაშვილი.
| Print |