სამართალი
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა

 

დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში მშენებარე სასტუმროსთან მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო. მუშას თავში სამშენებლო მასალა მოხდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინა და კლინიკაში გადაიყვანა.

"ობიექტიდან სამშენებლო მასალა გადმოვარდა და თავში მოხვდა. სიცოცხლისთვის საშიში არაფერიაო თქვეს, სასწრაფომ წაიყვანა, ალბათ ტვინის შერყევა აქვს. ადგილობრივი არ არის", - გვითხრეს აბასთუმანში.

"პაციენტს აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, კონტაქტური არ არის. ამ ჩვენებით გადავიყვანეთ კლინიკაში", - გვითხრეს სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში დაახლოებით, 17:00 საათზე შეიყვანეს. მენეჯერის თქმით, ამ ეტაპზე პაციენტს სპეციალისტები სინჯავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაზიანების სიმძიმის შესახებ ინფორმაცია გამოკვლევების დასრულების შემდეგ ექნებათ.

შსს-მ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. უწყებისგან დეტალურ ინფორმაციას ველით.

 

| Print |