სამართალი
ასპინძაში ყირიმ კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ასპინძაში 30 წლის მამაკაცი ყირიმ კონგოს ჰეპორაგიული ცხელების დიაგნოზით გარდაიცვალა. გ.ნ-ს დაავადების გადამტანმა საქონლის ტკიპამ უკბინა.

"მცირე ფერმა ჰქონდა, პირუტყვი ჰყავდა და უვლიდა, მწყემსავდა. საქონელთან კონტაქტი ჰქონდა, რა დროსაც ტკიპამ უკბინა. სიცხეები ჰქონდა, მაგრამ რას იფიქრებდნენ რომ ყირიმ კონგო იყო", - ამბობენ ასპინძაში.

პაციენტი ჯერ ახალციხის კლინიკა "იმედში" შეიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ინფექციური პათოლოგიის ცენტრში გადაიყვანა. მამაკაცი გამთენიისას, 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

"ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 13 სექტემბერს შემოვიდა შეტყობინება შემთხვევის შესახებ, ლაბორატორიული ტესტის პასუხი კი დღეს, 16-ში მივიღეთ, რომ ნამდვილად ყირიმ კონგო იყო", - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასპინძის ცენტროს უფროსი მზია პაპაშვილი. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში ყირიმ კონგოთი გარდაცვალების ეს პირველი შემთხვევაა.

"ასპინძა და მისი სოფლები ყირიმ კონგოს კერაა, ეს დადასტურებულია. მოსახლეობამ უნდა დაიცვას წესები, მუდმივად ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვს და საქონლის სადგომს".

ასპინძაში გასულ წელს ყირიმ კონგოს ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა, ოთხივე შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"წყნარი ბიჭი იყო, სასულიერო სემინარია დაამთავრა, მედავითნე იყო ასპინძის ტაძარში. მღვდლობას აპირებდა", - გვითხრეს დაბაში გარდაცვლილზე.
Facebook Twitter
one signal
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 5 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 9 °C
img
თბილისი 15 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 4 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2965
RUB
RUB
100
4.6397
TRY
TRY
1
0.5142
USD
USD
1
2.9661
AMD
AMD
1000
6.2431
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.