სამართალი
ახალციხეში გამყიდველმა მყიდველი ქალი სცემა
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, გამყიდველმა ქალმა მყიდველი სცემა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს შორის შელაპარაკება ხურდის დაბრუნებას მოჰყვა. 

დაშავებული, სავარაუდოდ მყიდველი ქალია, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა უკვე დაადგინა, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

| Print |