სამართალი
მოვაჭრეების მიტოვებულ ადგილს პოლიციელი იცავს
ახალციხეში, იმ ადგილზე, სადაც გამყიდველმა მყიდველი ქალი სცემა, პოლიციელი რჩება. შემთხვევის შემდეგ, ხილ-ბოსტნეული გამყიდველმა ცოლ-ქმარმა მიატოვეს და ადგილიდან წავიდნენ. ადგილს პოლიციელი მეთვალყურეობს.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობა უკვე დაადგინა, თუმცა ჯერ არ დაუკავებიათ. უწყებაში გვიდასტურებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება.

დაშავებული ქალი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის თქმით, გარეგანი დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიღებული.

„40 წლამდე ქალს თავის არეში აქვს დაზიანებები. გამოკვლევები ჩაუტარდა, რჩება კლინიკაში, ველოდებით კომპიუტერული ტომოგრაფიის პასუხებს“, - აცხადებს ხათუნა კეკელაშვილი.

ინციდენტის შესახებ წაიკითხეთ აქ: ახალციხეში გამყიდველმა მყიდველი ქალი სცემა
| Print |