სამართალი
ახალქალაქის პოლიციაში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ჩააბარა (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურაში მცხოვრებმა მცხოვრებმა მოქალაქემ სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია: ტანკსაწინაღმდეგო ნაღმი, „რგდ-5“-ის ტიპის 3 ხელყუმბარა, 2 ფალია, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 38 ვაზნა და 5 საკვამლე კოჭა.

გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული პირი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება.


| Print |