სამართალი
მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
24 სექტემბერიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, “ქუთაისის აეროპორტი“ და “თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და პოლონეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (ჯამში 198 აბი, 4 კაფსულა და 18 პაკეტი), ფსიქოტროპული (84 კაფსულა და 56 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.
| Print |