სამართალი
პოლიციამ ბოლო ზარზე, იარაღიდან გასროლის საქმე დახურა

 

ქალაქ ახალციხეში, სკოლის დამთავრების აღნიშვნისას, ერთ-ერთმა მეთორმეტე კლასელმა ბიჭმა იარაღიდან ჰაერში გაისროლა. შემთხვევა 20 მაისს მოხდა. შსს-ში ამბობენ, რომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმე დახურეს.

"გამოძიება მაშინვე დაიწყო, მაგრამ შეწყდა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ ყოფილა. გასროლა მოხდა, მაგრამ კანონი არ დარღვეულა. რადგან ე.წ. "სტარტოვკის" გამოყენების ნება აქვს ყველას. ეს არ არის იარაღი, მხოლოდ ხმა აქვს", - გვითხრეს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ასევე ჯგუფურად და არაერთგზის გამოყენებას გულისხმობს.

თვითმხილველების თქმით, 17 წლის ბიჭმა რამდენიმე გასროლით სკოლის დამთავრება აღნიშნა.

შემთხვევის შესახებ წაიკითხეთ აქ:

ბოლო ზარზე მე-12 კლასელმა იარაღიდან გაისროლა

| Print |