სამართალი
ინტიმური ხასიათის მიმოწერით დაწყებული შანტაჟი
სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელიც ქალს მიმოწერის გასაჯაროვების მიზეზით აშანტაჟებდა. 

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბულ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გა­იც­ნო ქალი, რო­მელ­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის მი­მო­წე­რა ჰქონ­და.

„ქალ­მა ლ.მ.-ს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით გა­უგ­ზავ­ნა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ამის შემ­დეგ, ლ.მ. ქალს მათი მი­მო­წე­რი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლი ფოტო-ვი­დე­ო­მა­სა­ლის არ­გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ერთ-ერთი ვებ-გვერ­დის სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე, გა­მო­ძალ­ვის გზით, ფულს სის­ტე­მა­ტუ­რად არი­ცხი­ნებ­და“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.მ., გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტი­ნის­ხიდ­ში და­ა­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
| Print |