სამართალი
ჭაჭარაქში სამი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა 6 ოქტომბერს, ახალციხე-ასპინძის ცენტრალურ გზაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა ავტომობილმა სვლა შეანელა, უკნიდან კი მეორე მანქანა დაეჯახა. დამუხრუჭება ვერც უკან მომავალმა მესამე მანქანამ მოასწრო.

შემთხვევის შედეგად ორი დაშავებული გადაყვანილია ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში. მათი მდგომარეობა სტაბილურია. 

შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ან შინა პატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.


| Print |