ახალციხეში სატვირთო ავტომობილი მსუბუქ მანქანას დაეჯახა
ქალაქ ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე, ტრაილერი პარკირების ზოლში მდგომ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევა 9 ოქტომბერს, დილით მოხდა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი. შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ მძღოლს დააჯარიმებენ.
"ადმინისტრაციული შეჯახებაა, საგზაო მოძრაობის წესები ამ შემთხვევაში ტრაილერია, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა", - გვითხრეს პრესსამსახურში.