სამართალი
სასამართლოთა უმეტესობა შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის
ევროპის საბჭო კვლევას - „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შშმ პირებისთვის“ წარადგენს. კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 65 სასამართლო შენობა შეამოწმეს. კვლევის მიხედვით, სასამართლოთა უმეტესობას მოდიფიცირება სჭირდება.

როგორც ირკვევა, სისტემის წინაშე შშმ პირებისთვის სასამართლოს შენობების მისაწვდომობისა და სერვისების კუთხით ბევრი გამოწვევაა და ის არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს.

შეხვედრას საქართველოს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან. მხარეები ასევე მსჯელობენ იმ საკითხებზეც, თუ კიდევ რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით.

პრეზენტაცია კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნეს.
საქართველოში ასეთი კვლევა პირველად ჩატარდა.


| Print |