სამართალი
ასპინძაში ტრაილერი ძროხას დაეჯახა

 

ასპინძა-ახალქალაქის გზაზე, დაბა ასპინძის შესასვლელთან, ტრაილერი ადგილობრივის ძროხას დაეჯახა. საქონელი ადგილზე მოკვდა. შემთხვევა 13 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

შსს-ში გვითხრეს, რომ საქონლის მეპატრონე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, რადგან მეხრეს პირუტყვი იქ გადაჰყავდა, სადაც არ შეიძლებოდა.
| Print |