სამართალი
ავარიის შედეგად დაშავებული დედა თბილისში გადაჰყავთ (ვიდეო)
ფარეხასთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული დედა ახალციხიდან- თბილისში რეანომობილით გადაჰყავთ.

გარდაცვლილი და-ძმა, კი აბასთუმანში, მშობლიურ სახლში უკვე გადაასვენეს.

ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად და-ძმა გარდაიცვალა. ისინი სახლში, აბასთუმანში გადაასვენეს. მძიმედ დაშავდა მათი დედა, რომელიც კატასტროფის ჯგუფმა თბილისში უნდა გადაიყვანოს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |