სამართალი
არასრულწლოვანთა ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებენ (ვიდეო)
მოზარდზე ძალადობაში დადანაშაულებულ პოლიციელებზე გამოძიება არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის მუხლით დაიწყო.
17 ოქტომბერს, ახალციხის ციხეზე მომხდარ ინციდენტში სხვებთან ერთად საპატრულო პოლიციის ორი ნასვამი თანამშრომელი მონაწილეობდა.
რესტორან ,,რაბათში" დაწყებული ჩხუბი ეზოში გაგრძელდა.
დაშავებული არასრულწლოვანი ამავე რესტორანში მყოფმა უცხო მამაკაცმა დაიცვა, ჩხუბში სხვებიც ჩაერთნენ.
პოლიციის თანამშრომლები - ვანო ჩილინგარიშვილი და გიორგი ცისკარაძე მედიასთან არ საუბრობენ.
ცისკარაძე დაპირისპირების შემდეგ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა, მაგრამ დაშავებულმა მკურნალობაზე უარი განაცხადა.
ინციდენტის შესახებ მშობლებმა, მას შემდეგ გაიგეს, როცა გამომძიებელმა არასრულწლოვნები დაკითხვაზე მშობლებთან ერთად დაიბარა.
,,რუსთავი 2" -ის ცნობით, ტერიტორიაზე არსებული ყველა კამერის ჩანაწერი უკვე გამოძიებას აქვს.
ინციდენტში მონაწილე პოლიციელები ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან.