სამართალი
გამგებლის შვილი სანადირო თოფით დაჭრეს
1 ნოემბერს, გვიან ღამით, კახეთში, ქვემო ბოდბეში, სოფელ მირზაანის გამგებლის შვილი დაჭრეს. 31 წლის კობა თარაშვილი ჯერ წნორის საავადმყოფოში, შემდეგ კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მიიყვანეს. თბილისში გადმოყვანის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
| Print |