სამართალი
ავარიის შედეგად გარდაცვლილ და-ძმას დღეს დაკრძალავენ
დღეს, დავით ბალახაშვილსა და მთავრისა ბალახაშვილის დაკრძალავენ.

გარდაცვლილები აბასთუმნის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა.

ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.


შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


| Print |