სამართალი
"ზუმერის" ქურდობაში ბრალდებულებიდან, სამი არასრულწლოვანია (ვიდეო)

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: 2000 წელს დაბადებული ნ.ც., 2002 წელს დაბადებული ლ.ბ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ. და 2003 წელს დაბადებული მ.ი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, ბრალდებულებმა ფარულად შეაღწიეს ახალციხეში მდებარე „ზუმერის“ მაღაზიაში და უკანონოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, ასევე 5000 ლარამდე თანხას.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი მობილური ტელეფონები და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |
თეგები: ქურდობა / ზუმერი /