სამართალი
ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, 22 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა. ახალგაზრდა სოფელთან ახლოს, ტყეში ჩამომხვრჩვალი ნახეს.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, თანასოფლელებისთვის ამ ეტაპზე უცნობია.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |