სამართალი
8 ნოემბერი ადვოკატთა პროფესიული დღეა
2011 წლიდან საქართველოში 8 ნოემბერს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება. თარიღი ზუსტად 7 წლის წინ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით გამოცხადდა და თარიღად, სიმბოლურად, ყველაზე დიდი და პროფესიით ადვოკატის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე შეირჩა.

საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის დამფუძნებლის, ოთარ კაჭკაჭაშვილის თქმით, ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი უძველესი და საჭიროა ადამიანების ყოველდღიურობაში.

„ხშირად ჩვენ, ადვოკატებს „სამართლებრივ ექიმსაც“ გვიწოდებენ, რადგან თუკი მედიცინის მცოდნეები ადამიანის სიცოცხლესა და ჯანრმთელობაზე ზრუნავენ, ჩვენ მათ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს, მათ სამართლებრივ უფლებებს ვიცავთ. ადვოკატის რჩევა თუ დახმარება, მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, რადგან სწორედ ეს აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერი ქმედება სამართლებრივ ჭრილში სწორად წარმართოს“,-აცხადებს ადვოკატი, ოთარ კაჭკაჭაშვილი.

| Print |