სამართალი
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა. უწყების ცნობით, სასულიერო პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა. ამასთან, უწყების ცნობით, გამოძიება დაიწყო სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზეც, რაზეც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი.
| Print |