სამართალი
მამაკაცი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა გარდაიცვალა
84 წლის მამაკაცი, რომელმაც მუცლის არეში დაზიანება ბასრი იარაღით მიიყენა, გუშინ, 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

მეზობლების თქმით, ეს თვითდაზიანების პირველი მცდელობა არ ყოფილა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს.
ხათუნა კეკელაშვილის ინფორმაცაიით, დაჭრილ მამაკაცს ოპერაციაც ჩაუტარდა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.


| Print |