სამართალი
ფარავნის ტბასთან მამაკაცი გარდაიცვალა

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის ნაპირზე, თევზაობის დროს 50 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას nor.ge ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გარდაცვლილი სავარაუდოდ ახალქალაქელია. სიკვდილის პირველად მიზეზად ინფარქტი სახელდება.

ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები. შსს-ში "მეცხრე არხს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

| Print |
თეგები: ფარავნის ტბა /