სამართალი
ავარია ბენარაში - ცეცხლი BMW-ს გაუჩნდა
სოფელ ბენარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 3 მგზავრი, მათგან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ახალციხე-ადიგენის გზაზე მოძრავ ბე-ემ-ვეს მარკის ავტომანქანას სავარაუდოდ, საბურავი გაუსკდა, ხოლო შეჯახების შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად დაიწვა ავტომანქანა. შემთხვევა,  17 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 სთ-ზე მოხდა.
| Print |