სამართალი
ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ გზაზე, ფარეხასთან. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთმა კი - 25 წლის თ.ს.-მ სხეულის დაზიანება მიიღო.  ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. სავარაუდოდ, დაზიანებული იყო ხერხემალი, ამიტომ ნეიროქირურგიული მკურნალობისთვის გადაყვანილია თბილისში“, - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა ხათუნა კეკელაშვილმა.

ორივე გარდაცვლილი - 25 წლის გ.თ. და მ.კ. ქალაქ ახალციხეში ცხოვრობდნენ. 

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |