სამართალი
ახალციხეში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს

 

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. უცნობია, რა თანხაა წაღებული ე.წ. ფეი ბოქსიდან. დაზიანებული აპარატი ადგილობრივებმა შენიშნეს.

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ახალციხის რაიონულმა სამმართველომ დაიწყო. საქმის მოკვლევა 177-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდნარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

| Print |