სამართალი
წელიწადნახევარში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

 

ბოლო ერთ წელსა და 6 თვეში, საქართველოს 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. ამავე ინფორმაციით, 2019 წლის ექვს თვეში, საქართველოში, 10-მა არასრულწლოვანმა მოიკლა თავი. მონაცემები "ამერიკის ხმამ" დაითვალა.

ასაკი, სქესი, რეგიონი:

18 წლის, მამრობითი, თბილისი.

15 წლის, მდედრობითი, თბილისი.

14 წლის, მდედრობითი, თბილისი.

17 წლის, მდედრობითი, შიდა ქართლი.

18 წლის, მამრობითი, ქვემო ქართლი.

​16 წლის, მდედრობითი, ქვემო ქართლი.

16 წლის, მდედრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.

15 წლის, მამრობითი, სამეგრელო-ზემო სვანეთი.

18 წლის, მდედრობითი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.

17 წლის, მამრობითი, კახეთი.

2019 წლის ექვს თვეში, თავი მოიკლა ან თვითმკვლელობა სცადა საქართველოს 425-მა მოქალაქემ, მათგან 197 დაიღუპა.

გასულ 2018 წელს კი, საქართველოს 399-მა მოქალაქემ მოიკლა თავი. თვითმკვლელობა კი 466-მა მოქალაქემ სცადა. ჯამში, წელიწადნახევარში სუიციდის და სუიციდის მცდელობის 865 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

| Print |