სამართალი
ახალციხეში ბიზნესმენის ძმის სახლი გაქურდეს

 

კოსტავას ქუჩაზე ბინა გაქურდეს. შემთხვევა 23 დეკემბერს, საღამოს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რისი წაღება მოახერხეს. სახლი ადგილობრივი ბიზნესმენის ძმას ეკუთვნის. თავად მეპატრონეც ბიზნეს საქმიანობით არის დაკავებული. 

"რამაზ თედორაძის ძმის სახლია. ქურდები იმ დროს შევიდნენ, როცა არც ერთი ოჯახის წევრი სახლში არ იყო. ამიტომ არ იციან წაიღეს თუ არა რამე", - ამბობენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვის ბინაში უკანონოდ შეღწევას და ქურდობას გულისხმობს.

 

| Print |