სამართალი
ასპინძაში დაშავებული მეორე მოზარდიც თბილისში გადაიყვანეს (ვიდეო)
ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელი მძიმედ დაშავდა.

მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ავარიისას დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდი, თ.ნ. კატასტროფის მანქანამ ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანა.  

ექიმ რევაზ კუჭუხიძის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მოზარდს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. მეორე მოზარდი - ლ. მ. მაშინვე თბილისში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა.

ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |